Saturday, March 4, 2017

რეფლექსიები




რეფლექსია დღე II

მივიღე ჩემთვის საჭირო ინფორმაცია ბლოგის ხელმისაწვდომობის შესახებ. შევქმენი საკუთარი ბლოგი.




რეფლექსია დღე III

სასწავლო პროექტში გადავიტანე ეროვნული სასწავლო გეგმიდან სტანდარტით გათვალისწინებული და თემის შესაბამისი მიმართულებები და მისაღწევი შედეგები.

ვიმუშავეთ Word-ში როგორ მოვამზადოთ პუბლიკაცია? როგორ დავგეგმოთ სტატია- პროექტზე დაფუძნებული სწავლება.

როგორ შევქმნათ ბროშურის მაკეტი - ფურცლის გვერდებად დაყოფა, ზომების შერჩევა და ა.შ.  


რეფლექსია დღე IV

განვიხილეთ სასწავლო პროცედურების დაგეგმვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი.

ვიმუშავეთ როგორ დავსვათ პროექტის გეგმაში კითხვები დასახული მიზნისა და შედეგების მისაღწევად. ასევე განვიხილეთ შეფასების გეგმა.
                                              რეფლექსია დღე მე-5
განვიხილეთ მოსწავლის ერთ-ერთი დავალების შესრულება მასწავლებლის მიერ და მისი შეფასება. განვიხილეთ პროექტის გეგმის პრეზენტაციის შესრულება და გავეცანით  ეფექტური პრეზენტაციის მოსამზადებელ რჩევებს.



                                                   რეფლექსია დღე-6

გავეცანით შეფასების რუბრიკებს ბლოგისთვის. ელექტრონული კითხვარის გაკეთება და მისი გაზიარება.

                                                 რეფლექსია  დღე-7
დღევანდელი ტრენინგი საინტერესო იყო, რადგან გავეცანით  ბლოგზე ატვირთვის  პროცესს და გამოვაქვეყნეთ ჩვენი ნამუშევარი. ბლოგზე მუშაობა გამიჭირდა. ბლოგზე ატვირთვა მნიშვნელოვანია ჩვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე. ასევე ვაწარმოეთ ბლოგზე გამთავსებული ერთ-ერთი აქტივობისა და შეფასების რუბრიკის ურთიერთ შეფასება და კომენტარები. ტრენინგი შინაარსობრივად დატვირთული და საინტერესოა.

                                            რეფლექსია დღე-8

ვიმუშავეთ საავტორო უფლებების დაცვა-გამოყენების მიმართულებებზე. ვიმუშავეთ პორტფოლიოს პრეზენტაციის აგების სტრუქტურისა და  შინაარსის გადმოცემის ხერხებზე.
მუშაობა საინტერესო იყო, და შედეგიანი იყო.

Sunday, February 19, 2017

რეფლექსია დღე პირველი

გავეცანით პროექტის დაგეგმვის გეგმას. გავეცანით ელექტრონული სახელმძღვანელოს აგამოყენებას. შევქმენით პორთფოლიო, რომელიც შედგება ექვსი საქაღალდისაგან. ჩამოვყალიბდით საპროექტო თემაზე.




      მეცხრე  დღე

    ინტელის პროექტით სწავლებამ საკმაო პროფესიული უნარ_ჩვევები შემძინა. ჩემი საგნის მიმართ.  მოსწავლეთა ინტერესის ამაღლებისა და შედეგების გაუმჯობესებისათვის. ჩემი მოსწავლეები გარდა პროექტში დასახული მიზნებისა ისწავლიან ტექნოლოგიური ინსტრუმენტების შესაბამისად გამოყენებას.
 მუშაობის პროცესში ინტელის პროექტების ტრენერი გარდა ტექნოლოგიების დაუფლებისა დახმარებას გვიწევდა პროექტის შინაარსობრივი მხარის გამართულობის , პრეზენტაციების შესახებ. მოვისმინეთ  პროექტების პრეზენტაციები და უკუკავშირები.